1. მხარეთა კონფერენცია შეაფასებს წინამდებარე კონვენციის ეფექტიანობას წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) წლისა და ამის შემდგომ პერიოდულად ისეთი ინტერვალებით, რომელსაც თვითონ დაადგენს.
2. შეფასების ხელშეწყობის მიზნით მხარეთა კონფერენცია თავის პირველ შეხვედრაზე წამოაყენებს ღონისძიებების განსაზღვრის ინიციატივას, რათა მხარეთა კონფერენცია უზრუნველყოფილ იქნეს მონიტორინგის შედარებითი მონაცემებით ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების გარემოში არსებობის და გადაადგილების შესახებ, ასევე ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების დონის ცვლილებების ტენდენციების შესახებ ბიოტიკურ გარემოსა და მოწყვლად მოსახლეობაში.
3. შეფასება განხორციელდება ხელმისაწვდომი სამეცნიერო, გარემოსდაცვითი, ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის:
(a) მხარეთა კონფერენციისთვის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ანგარიშების და მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე;
(b) 21-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
(c) მე-15 მუხლის მიხედვით მიწოდებული ინფორმაციის და რეკომენდაციების საფუძველზე; და
(d) წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ფინანსური დახმარების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზ