(1) [მხედველობაში მისაღები სამართლებრივი აქტები] ამ მუხლის მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ 27-ე მუხლის (1) პუნქტით მითითებული სახელმწიფოების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტები, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება 27-ე მუხლის (3) პუნქტს.

(2) [ამ აქტის ძალაში შესვლა] ეს აქტი ძალაში შედის ექვსი სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირებიდან სამ თვეში, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ბიუროს მიერ შეგროვებული უახლესი წლიური სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად ამ სახელმწიფოდან სულ მცირე სამი აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთს მაინც:

(Ι) აღნიშნულ სახელმწიფოში ან ამ სახელმწიფოს მითითებით შეტანილია სულ მცირე 3, 000 განაცხადი სამრეწველო ნიმუშის დაცვაზე, ან

(ΙΙ) აღნიშნულ სახელმწიფოში ან ამ სახელმწიფოს მითითებით შეტანილია სულ მცირე 1, 000 განაცხადი სამრეწველო ნიმუშის დაცვაზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ.

(3) [რატიფიკაციის და მიერთების ძალაში შესვლა](ა) ნებისმიერ სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე, რომელმაც განახორციელა რატიფიკაციის ან მიერთების თავისი სამართლებრივი აქტების დეპონირება ამ აქტის ძალაში შესვლის თარიღამდე სამი ან მეტი თვით ადრე, ამ აქტის მოქმედება ვრცელდება მისი ძალაში შესვლის თარიღით.

(ბ) ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაზე ამ აქტის მოქმედება ვრცელდება მის მიერ რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების თარიღიდან სამ თვეში, ან ამ სამართლებრივ აქტში აღნიშნული ნებისმიერი უფრო გვიანი თარიღი