საკონსულო თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისაგან, გარდა შემდეგი სახის სამოქალაქო სარჩელებისა:
I) რომლებიც გამომდინარეობენ საკონსულო თანამდებობის პირების მიერ დადებული ხელშეკრულებებიდან, რომლის თანახმადაც მათ პირდაპირ ან არაპირდაპირ არ ეკისრებათ ვალდებულება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტებს;
II) როდესაც სარჩელი აღძრა მესამე მხარემ საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემის ან საჰაერო ხომალდის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვი