1. ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას და ნება დართოს ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით, თუმცა საკონსულო დაწესებულებას რადიოგადამცემის დადგმა და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება მთელი კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებას და მის ფუნქციებს.
3. საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს.
4. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას და დაკავებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან ნივთების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა.
5. საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც ამ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებასა და დაკავებას.
6. წარმდგენ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური საკონსულო კურიერები „ad hoc“. ამ შემთხვევებში აგრეთვე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებანი, იმ გამონაკლისით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას ამ კურიერის მიერ მისთვის მინდობილი საკონსულო ვალიზის დანიშნულების ადგილას მიტანისთანავე.
7. საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდონ გემის ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურს, რომლებიც მიემართებიან იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რაოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ გემის ან საჰაერო ხომალდის მეთაურისაგან მიიღოს და აგრეთვე გადასცეს მას ასეთი ვალიზ