1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, მის მიერ მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, იძლევა ნებართვას, რათა მის ტერიტორიაზე შემოტანილ იქნეს და ასევე განთავისუფლდეს გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლისა:

a) სპეციალური მისიის ოფიციალური მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები;

b) სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირადი სარგებლობის განკუთვნილი საგნები.

2. სპეციალურ მისიაში წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და მისი დიპლომატიური პერსონალის წევრების პირადი ბარგი არ ექვემდებარება შემოწმებას, თუ არ არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ იგი შეიცავს ისეთ საგნებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის 1-ლი პუნქტით, ან ისეთ საგნებს, რომელთა იმპორტ-ექსპორტი აკრძალულია ან არ ექვემდებარება იმ სახელმწიფოს საკარანტინო წესებს. ამგვარი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ მოცემული პირის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრები