1. თუ მისიის მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, ან თუ მისიის მეთაური ვერ ახერხებს თავისი ფუნქციების შესრულებას, მისიის მეთაურად, დროებით მოქმედებს საქმეთა დროებითი რწმუნებული. საქმეთა დროებითი რწმუნებულის სახელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, ეცნობება მისიის მეთაურის მიერ ან იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ ახერხებს აღნიშნულს, წარმგზავნი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მისიის დიპლომატიური პერსონალის არც ერთი წევრი არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ადმინისტრაციული და ტექნიკურ პერსონალის წევრი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ შეიძლება დასახელებულ იქნეს მისიის არსებული ადმინისტრაციული საკითხების მმართველა