1. საკონსულო თანამდებობის პირები ვალდებულნი არ არიან მისცენ მოწმის ჩვენება.

2. საკონსულო მოსამსახურე და საკონსულოს მომსახურე პერსონალის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას მოწმის ჩვენების მისაცემად. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მათ არ შეუძლიათ უარი განაცხადონ მოწმის ჩვენების მიცემაზე.

3. საკონსულო მოსამსახურე და მომსახურე პერსონალის მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მათ სამსახურეობრივ ფუნქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ან წარმოადგინონ მათ ფუნქციებთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია ან დოკუმენტები. მათ უფლება აქვთ მისცენ მოწმის ჩვენება როგორც წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის ექსპერტებმა, თუ არსებობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა, თუმცა მათ უფლება აქვთ უარი თქვან მოწმის ჩვენების მიცემაზე როგორც ექსპერტებმა.

4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომელთაც სჭირდებათ საკონსულო დაწესებულების რომელიმე მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის ჩვენება, არ უნდა შეუშალონ ხელი ამ პირს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში. ამ ხელისუფალთ შეუძლიათ მოისმინონ ეს ჩვენებები, როცა ეს შესაძლებელია, ამ პირის საცხოვრებელ ადგილას, საკონსულო დაწესებულების შენობაში ან მიიღონ მისგან წერილობითი ჩვენებ