1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად, თავისუფლდებიან ყველა სახის პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისა და ბაჟისაგან, გარდა:

1.1. არაპირდაპირი გადასახადებისა, რომლებსაც ჩვეულებრივ შეიცავს საქონლისა და მომსახურების ღირებულება;

1.2 გადასახადებისა და ბაჟისა კერძო უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, 39-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა;

1.3. გადასახადებისა სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის ბაჟი მემკვიდრეობაზე, გადასახადი დაკავშირებული ქონების გადაცემასთან, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულის გარდა;

1.4. გადასახადისა და ბაჟისა კერძო შემოსავალზე, მათ შორის შემოსავალზე იმ კაპიტალიდან, რომლის წყარო მდებარეობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ფინანსურ და კომერციულ საწარმოებში გაკეთებული კაპიტალდაბანდებების გადასახადისა;

1.5. გადასახადებისა და ბაჟისა, რომელიც გადაიხდება რაიმე კონკრეტული მომსახურებისათვის, სასამართლო და სარეესტრო გადასახადი, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებელი, 39-ე მუხლში გათვალისწინებულის გარდა.

2. საკონსულო დაწესებულების მუშაკები თავისუფლდებიან გადასახადების, ბაჟისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც გადაიხდევინება საკონსულო მუშაობისათვის მიღებული ხელფასიდან.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც ქირაობენ პირებს, რომელთა ხელფასიც არ არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადებისაგან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებელზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რომლებიც ეხება საშემოსავლო გადასახადების აკრეფა