1. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, თუ საკონსულო ფუნქციებს ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაკების გვარები, რომელთაც აკისრიათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.
3. საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს დიპლომატიური წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:
3.1. საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას;
3.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებს და ჩვეულებებს, ან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ მუშაკების პრივილეგიები და იმუნიტეტი, რომლებზეც საუბარია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, რომლებიც დაკავშირებულია დიპლომატიურ ურთიერთობებთან.
ნაწილი V. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების პატივისცემა
მუხლის 46
1. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიების იმუნიტეტის დარღვევის გარეშე, პირებმა, რომლებიც სარგებლობენ ამ პრივილეგიებით და იმუნიტეტით, პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, მათ შორის საგზაო მოძრაობის წესებს.
2. საკონსულო დაწესებულების შენობების გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნებისათვის, რომელიც შეუთავსებელია საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან.
3. საკონსულო დაწესებულება, საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს, რომლებიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას.
4. წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მუშაკებს არ შეუძლიათ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პროფესიული ან კომერციული საქმიანობა პირადი შემოსავლის მიღების მიზნით იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დაკავშირებულია მათი ოფიციალური ფუნქციების შესრულებასთან.
ნაწილი VI. დასკვნითი დებულებებ