1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან 30-ე დღეს.
2. წინამდებარე კონვენცია იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში იქნება 6 თვიანი ვადის გასვლამდე იმ დღიდან, როცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის გადაწყვეტილებას კონვენციის დენონსირების შესახებ წერილობითი ფორმით.
შესრულებულია ქ. ვილნიუსში 1999 წლის 12 ივლისს ორ ეგზემპლიარად. თითოეული ქართულ, ლიტვურ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართული და ლიტვური ტექსტების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები უპირატესობას აძლევენ რუსულ ტექსტს.
საქართველოს სახელით
ლიტვის რესპუბლიკის სახელი