1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ყველანაირი პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადისა და ბაჟისაგან, გარდა:
1.1. არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ საქონლისა და მომსახურების საფასურში შედის;
1.2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კერძო უძრავი ქონების გადასახადისა და ბაჟისაგან 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გამონაკლისებით;
1.3. სამემკვიდრო ქონების გადასახადისა, სამემკვიდრეო ბაჟისა, ქონების გადაცემისათვის გადასახადისა 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით;
1.4. კერძო შემოსავლიდან გადასახადისა და ბაჟისა, კაპიტალის შემოსავლის ჩათვლით, რომლის წყაროც ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, აგრეთვე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ კომერციულ ან ფინანსურ კაპიტალდაბანდებათა გადასახადებისა;
1.5. გადასახადისა და ბაჟისა, რომლებიც გადაიხდევინება მომსახურების კონკრეტული სახეებისათვის, სარეგიტსრაციო, სასამართლო და სარეესტრო ბაჟისა, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებლებისა 38-ე მუხლის დებულებებით გათვალისწინებული გამონაკლისებით.
2. საკონსულო დაწესებულებათა მუშაკები თავისუფლდებიან საკონსულო დაწესებულებაში თავიანთი მუშაობისათვის მიღებული ხელფასის გადასახადების, ბაჟის და მოსაკრებლებისაგან.
3. საკონსულო დაწესებულებათა მუშაკები, რომლებიც ქირაობენ იმ პირთ, რომელთა ხელფასი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გათავისუფლებული არ არის საშემოსავლო გადასახადისაგან, ასრულებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით დამქირავებლისათვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადების ამოღებას ეხებ