1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან:
1.1. საკონსულო დაწესებულებებსა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა საცხოვრებელ შენობებს, რომელთა მოიჯარეა წარმდგენი სახელმწიფო, მიღებული წარმდგენი სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის სახელით, აგრეთვე ამასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და აქტებს;
1.2. მოძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც კანონიერად შეიძინა საკონსულო დაწესებულებამ ოფიციალური მიზნებისათვის, აგრეთვე მათ შეძენას, ფლობასა და შენახვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება:
2.1. კონკრეტული სახის მომსახურებისათვის გადასახადებისა და მოსაკრებლებისა და ბაჟის მიმართ;
2.2. გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟის მიმართ, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ახდევინებენ იმ პირს, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმდგენ სახელმწიფოსთან ან მის წარმომადგენელთა