1. დაზარალებულები, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოებაში პროცედურის და მტკიცებულების წესების 89-ე-91-ე წესების შესაბამისად, მათი სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელ ფარგლებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის პირობით, სარგებლობენ შედეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და შეღავათებით:

(a) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;

(b) იმუნიტეტით მათი პირადი ბარგის კონფისკაციისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ბარგი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ექვემდებარება საკარანტინო კონტროლის წესებს;

(c) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოში გამოცხადებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოს წინაშე მათი გამოცხადების შემდეგაც;

(d) თავისუფლდებიან საემიგრაციო შეზღუდვებისაგან ან უცხოელთა რეგისტრაციის მოთხოვნებისაგან, როდესაც ისინი მგზავრობენ სასამართლოში გამოცხადების მიზნით.

2. დაზარალებულებზე, რომლებიც მონაწილეობენ სამართალწარმოებაში პროცედურის და მტკიცებულების წესების 89-ე-91-ე წესების შესაბამისად, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და შეღავათებით, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასამართლოს სამართალწარმოებაში მათ მონაწილეობას და მიუთითებს ამ მონაწილეობის დროის პერიოდ