1. სხვა პირებს, რომელთა გამოცხადებაც მოითხოვება სასამართლოს ადგილსამყოფელში, სასამართლოში მათი გამოცხადებისათვის აუცილებლობის ფარგლებში, მათ შორის, სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მოგზაურობის განმავლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის პირობით, ენიჭებათ წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის (a)-(d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები.

2. სხვა პირებზე, რომელთა გამოცხადებაც მოითხოვება სასამართლოში, სასამართლოს მიერ გაიცემა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათი გამოცხადება აუცილებელია სასამართლოს სხდომაზე და მიუთითებს დროის პერიოდს, როდესაც აუცილებელია მათი გამოცხადებ