ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ:
(a) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-16 მუხლის 1(d) პუნქტის დარღვევის გარეშე, მე-15, მე-16, მე-18, მე-19 და 21-ე მუხლებში მითითებული პირი, იმ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელიც არის იგი, სარგებლობს მხოლოდ მისი ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელებისათვის ან სასამართლოში ჩვენების მიზნით გამოცხადებისათვის აუცილებელი შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:
(i) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;
(ii) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოსათვის მათი ფუნქციების განხორციელებისას, ან სასამართლოში გამოცხადებისას ან ჩვენების მიცემისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას მათი ფუნქციების შეწყვეტის და სასამართლოში მათი გამოცხადების ან ჩვენების მიცემის შემდეგაც;
(iii) სასამართლოსათვის განხორციელებულ მათ ფუნქციებთან ან სასამართლოში გამოცხადებასთან ან ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით და მასალის საბუთებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობით;
(iv) სასამართლოსთან და მე-19 მუხლში მითითებულ პირთან, ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით მის ადვოკატთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, უფლებით მიიღოს და გაგზავნოს საბუთები და დოკუმენტები ნებისმიერი ფორმით.
(b) მე-20 და 22-ე მუხლებში მითითებული პირი, იმ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელიც არის იგი, სარგებლობს სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელი შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:
(i) იმუნიტეტით პირადი დაპატიმრებისაგან ან დაკავებისაგან;
(ii) იმუნიტეტით ყველა საპროცესო მოქმედებისაგან წარმოთქმულთან ან დაწერილთან და სასამართლოში გამოცხადებისას ყველა განხორციელებულ აქტთან დაკავშირებით, ეს იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას სასამართლოში მათი გამოცხადების შემდეგა