1. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მიმღებმა სახელმწიფომ შეიძლება მიანიჭოს დამატებითი ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, საკონსულო თანამდებობის პირებმა, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები არიან, უნდა ისარგებლონ მხოლოდ იურისდიქციისგან იმუნიტეტით, პირადი ხელშეუხებლობით თავიანთი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული ოფიციალური მოქმედებების მიმართ და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით. იმდენად, რამდენადაც საუბარია ხსენებულ საკონსულო თანამდებობის პირებზე, მიმღები სახელმწიფო ანალოგიურად შებოჭილია 42-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებით. თუ ასეთი საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი წარმოება, იგი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეუშალოს ხელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი დაპატიმრებული ან დაკავებულია.
2. საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებმა, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები არიან, და მათი ოჯახის წევრებმა, აგრეთვე წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკონსულო თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებმა, უნდა ისარგებლონ ხელსაყრელი პირობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მათ მინიჭებული აქვთ მიმღები სახელმწიფოს მიერ. საკონსულო დაწესებულების წევრებისა და პირადი მომსახურე პერსონალის ოჯახის იმ წევრებმა, რომლებიც თავად არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, ანალოგიურად უნდა ისარგებლონ ხელსაყრელი პირობებით, პრივილეგიებით და იმუნიტეტებით მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მათ მინიჭებული აქვთ მიმღები სახელმწიფოს მიერ. თუმცა, მიმღებმა სახელმწიფომ ამ პირთა მიმართ თავისი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გადამეტებულად არ შეაფერხოს საკონსულო დაწესებულების ფუნქციების შესრულებ