1. წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენებისას მიმღებმა სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია სახელმწიფოებს შორის.

2. თუმცა, დისკრიმინაციად არ ითვლება, როდესაც:

(a) მიმღები სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებას შეზღუდულად იყენებს იმ მიზეზით, რომ თავისი საკონსულო დაწესებულების მიმართ იგივე დებულება შეზღუდულად გამოიყენება წარმგზავნ სახელმწიფოში;

(b) სახელმწიფოები ჩვეულების ან შეთანხმების თანახმად ერთმანეთს შორის ავრცელებენ უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ეს მოთხოვნილია წინამდებარე კონვენციის დებულებები