1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანთან დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

2. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია ან შეუერთდა მას ოცდამეორე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღე