წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ტექსტებიც ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე ავთენტურია, უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც დამოწმებული ასლები უნდა გაუგზავნოს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც მიეკუთვნებიან 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს.
რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანმა ხელმომწერებმა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სათანადო უფლებამოსილება თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას სამოცდასამი წლის ოცდაოთხ აპრილ