1. თითოეული სახელმწიფო თავისუფალია გადაწყვიტოს, დააფუძნებს თუ მიიღებს საკონსულო სააგენტოებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საკონსულო აგენტები, რომლებიც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ არ არიან დანიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებად.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკონსულო სააგენტოების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელების პირობები და პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს მათმა ხელმძღვანელმა საკონსულო აგენტებმა, უნდა განისაზღვროს წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის შეთანხმები