1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლისთვის დაცვისა და დახმარების მომსახურების გაწევისას სათანადოდ იყოს გათვალისწინებული ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის ბავშვი მოწმეების უფლებები და საჭიროებები.

2. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები მოიცავს შესაფერის ასაკობრივ ჯგუფზე ორიენტირებულ ფსიქოსოციალურ კონსულტაციებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის ბავშვი მოწმეებისთვის და სათანადოდ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებ