1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომას, რათა ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ყველა მსხვერპლისთვის უზრუნველყოფილი იყოს ან შეიქმნას, სათანადო გეოგრაფიული განაწილების დაცვით, გადაუდებელი, მოკლე და გრძელვადიანი სპეციალიზებული მხარდაჭერის სამსახურები.
2. მხარეები უზრუნველყოფენ ან ქმნიან ქალთა მხარდაჭერის სპეციალიზებულ სამსახურებს ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალისთვის და მათი შვილებისთვი