1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას ყველა მსხვერპლის ძალადობის შემდგომი აქტებისაგან დასაცავად.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, თავისი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ისეთი სათანადო მექანიზმები, რომლებიც საჭიროა ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას შორის სასამართლო სისტემის, პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებისა და ორგანოების ჩათვლით, წარმატებული თანამშრომლობისთვის ამ კონვენციის სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის და მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის, ზოგადი და სპეციალიზებული სახის მხარდაჭერის სამსახურებში ამ პირთა მიმართვის გზით, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-20 და 22-ე მუხლებში.

3. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ თავის შესაბამისად მიღებული ზომები:

- ეფუძნებოდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გენდერულ გაგებას და ყურადღებას ამახვილებდეს მსხვერპლის ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე;

- ეფუძნებოდეს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა, ძალადობის აქტების ჩამდენ პირებს, ბავშვებსა და ფართო სოციალური გარემოს შორის ურთიერთობას;

- მიზნად ისახავდეს მეორადი ძალადობის თავიდან აცილებას;

- მიზნად ისახავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა შესაძლებლობების გაფართოებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას;

- საშუალებას იძლეოდეს, სადაც ეს მიზანშეწონილია, რომ დაცვისა და და მხარდჭერის სხვადასხვა სამსახური ერთსა და იმავე შენობაში იყოს განთავსებული;

- ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების, მათ შორის, მსხვერპლი ბავშვების კონკრეტულ საჭიროებებს და ხელმისაწვდომი იყოს მათთვის.

4. მომსახურების გაწევა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ბრალი წაუყენოს ან ჩვენება მისცეს ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.

5. მხარეები იღებენ შესაბამის ზომებს თავისი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და სხვა მსხვერპლისთვის, რომლებსაც ასეთი დაცვა ეკუთვნით, საკონსულო ან სხვა სახის დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავისი ვალდებულებების შესაბამისა