1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ხელი მიუწვდებოდეს ისეთ სამსახურებზე, რომელიც დაეხმარება მას ძალადობის აქტების შემდეგ ძალების აღდგენაში. ამ ზომებში უნდა შედიოდეს, აუცილებლობის შემთხვევაში, ისეთი მომსახურება, როგორიცაა იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ფინანსური დახმარება, თავშესაფარი, განათლება, პროფესიული მომზადება და სამუშაოს მოძიებაში დახმარება.
2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო და სოციალურ მომსახურებაზე და რომ ამ სამსახურებს ჰქონდეს შესაფერისი რესურსები და ჰყავდეს სპეციალისტები, რომლებსაც გავლილი ექნებათ მომზადება მსხვერპლისთვის დახმარების გასაწევად და რომლებიც გადაამისამართებენ მათ შესაბამის სამსახურებშ