1. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა შეიმუშაონ ან მხარი დაუჭირონ ისეთ პროგრამებს, რომელთა მიზანია ოჯახში ძალადობის აქტების ჩამდენ პირებს ასწავლოს არაძალადობრივი ქცევა პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, მომავალში ძალადობის პრევენციისა და ძალადობრივი ქცევის ფორმების შეცვლის მიზნით.

2. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა შეიმუშაონ ან მხარი დაუჭირონ სამკურნალო პროგრამებს, რომელთა მიზანია ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის აქტების ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია.

3. პირველ და მე-2 პუნქტებში ნახსენები ზომების მიღებისას მხარეები უზრუნველყოფენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მსხვერპლის უსაფრთხოებას, მხარდაჭერას და ადამიანის უფლებებს და რომ, სადაც მიზანშეწონილია, ეს პროგრამები შემუშავდეს და განხორციელდეს მსხვერპლის მხარდაჭერის სპეციალიზებულ სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციი