სპეციალური ტექნიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არსებული რენტგენო-სკანერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მონიტორინგი, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიანი ბაზის ფორმირება, დამუშავება და ანალიზი;
დ) საბაჟო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პორტატული ხელსაწყოების გამოყენების ორგანიზება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით მიღებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მისი გაცემის უზრუნველყოფა;
ზ) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებული რენტგენო-სკანერების ექსპლუატაცია, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების განხორციელება;
ზ1) კომპეტენციის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
ი) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებებისა
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025