საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლის რაოდენობის დადგენა ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, სასაქონლო კოდის განსაზღვრა ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება, საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

გ) საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის ან საქონლის წარმოშობის შესახებ პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) საქონლის საბაჟო ღირებულების, სასაქონლო კოდის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო განმარტებების შემუშავება;

ე) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ვ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025