სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისა და დეპარტამენტში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) (ამოღებულია 19.12.2022, №31925);
დ) (ამოღებულია 19.12.2022, №31925);
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე (გარდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა) დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება;
თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის (გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების პროექტისა) მომზადება;
ი) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით დეპარტამენტის ერთიანი პოზიციისა და სათანადო ინფორმაციის მომზადება და დავის განმხილველი ორგანოსათვის შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;
ლ) საბაჟო ან სხვა დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ორგანიზება, მონიტორინგი და აღსრულების შესახებ ინფორმაციის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდება;
მ) (ამოღებულია - 04.12.2020, №35965);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ო) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №35965 - ვებგვერდი, 07.12.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 17 ივლისის ბრძანება №17251 - ვებგვერდი, 20.07.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025