საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
გ) გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელება დაკვირვების (მათ შორის, ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის) გამოყენებით;
ე) საბაჟო პროცედურის (გარდა ტრანზიტის პროცედურისა)/რეექსპორტის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;
ე1) (ამოღებულია - 27.01.2025, №666);
ვ) (ამოღებულია - 27.01.2025, №666);
ზ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის სხვა პროცედურების განხორციელება;
ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (მათ შორის, აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით), დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
კ) (ამოღებულია - 27.05.2024, №12189);
ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;
მ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლი;
ნ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ო) (ამოღებულია - 08.04.2024, №7881);
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ჟ) საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
რ) სამმართველოს მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ (მათ შორის, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის) მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
ს) შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა (დარიცხვა, შემცირება);
ს1) გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ გაწეული მომსახურებისათვის „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ფ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33260 - ვებგვერდი, 11.11.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №38840 - ვებგვერდი, 22.12.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №22235 - ვებგვერდი, 31.08.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აპრილის ბრძანება №7881 - ვებგვერდი, 11.04.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №12189 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025