1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის
უფროსს
ჰყავს
პირველი
მოადგილე
/მოადგილეები
, რომლებსაც
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
შემოსავლების
სამსახურის
უფროსი
.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის და თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;

დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ცვლის, ძალადაკარგულად აცხადებს ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მასალების განხილვის შედეგებზე;

თ1) იღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ;

ი) იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის და ნებართვის გაუქმების თაობაზე;

კ) ამტკიცებს საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მფლობელთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორს;

კ1) იღებს გადაწყვეტილებას საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, ამ უფლების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ;

კ2) იღებს გადაწყვეტილებას TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების შესახებ;

კ3) იღებს გადაწყვეტილებას „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების შესახებ;

ლ) (ამოღებულია - 27.05.2022, №13238).

მ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების თაობაზე;

ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს, განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის
უფროსის
არყოფნის
შემთხვევაში
მის
მოვალეობას
ასრულებს
დეპარტამენტის
უფროსის
პირველი
მოადგილე
, ხოლო
დეპარტამენტის
უფროსის
პირველი
მოადგილის
არყოფნის შემთხვევაში
დეპარტამენტის
უფროსის
ერთ
-ერთი
მოადგილე
, შემოსავლების
სამსახურის
უფროსის
გადაწყვეტილებით
.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №35155 - ვებგვერდი,  03.12.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 მაისის ბრძანება №13238 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №12069 - ვებგვერდი, 05.06.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №26735 - ვებგვერდი, 01.11.2023წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება №666 - ვებგვერდი, 29.01.2025წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025