საგადასახადო რეგისტრაციის და მონაცემთა ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საკონტროლო შესყიდვა/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერება;
ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;
ბ) არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენა;
გ) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების ხარისხის კონტროლი;
დ) დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ დაქირავებულ პირთა რეეტრის კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ზ) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;
თ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №355 - ვებგვერდი, 27.01.2021წ.
დანართი №11 (ამოღებულია)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
დანართი №12
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 25 აპრილის ბრძანება №17744 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მაისის ბრძანება №24990 - ვებგვერდი, 20.05.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №12070 - ვებგვერდი, 06.05.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 22 ივლისის ბრძანება №20987 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №35540 - ვებგვერდი, 17.10.2019წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულე