1. სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

გ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი    ნაწილით    გათვალისწინებული    საგადასახადო  სამართალდარღვევის) სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ვ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში   წარდგენა;

ვ2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი სანქციის შეფარდება;

ვ3) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;

ზ) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

თ)
(ამოღებულია - 12.12.2017, №33408);

ი)
(ამოღებულია - 12.12.2017,№33408);

ი1) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ი2) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ი3) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ი4) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა;

ი5) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ი6) მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

ი7) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე (შემდგომში საქონელი) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით გათვალისწინებულ თითოეული დასახელების/ქვედასახელების საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;

კ) კომპეტენციის ფარგლ
ებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. (ამოღებულია - 12.12.2017, №33408).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №46844- ვებგვერდი, 27.09.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №15771- ვებგვერდი, 22.04.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №39727 - ვებგვერდი, 16.09.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №14690 - ვებგვერდი, 02.06.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №33408 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება №6149 - ვებგვერდი, 04.03.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020