1. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე- ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული კონტროლის განხორციელება;

გ)
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით, ასევე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონიტორინგი;

დ) გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

ე)
კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

ვ) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ვ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება;

ვ2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ვ3) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

ვ4) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;

ზ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

თ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

ი) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

კ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

ლ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

მ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

ნ) (ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

ო) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

პ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ჟ) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ჟ1)
(ამოღებულია - 09.02.2021, №2506);

ჟ2) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება და აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის განცხადების მიღება;

ჟ3) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;

ჟ4) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის უმოქმედო ობიექტების დალუქვა/ლუქის ახსნა;

ჟ5) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

ჟ6) მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევის გამოვლენა;

ჟ7) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე (შემდგომში – საქონელი) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით გათვალისწინებულ თითოეული დასახელების/ქვედასახელების საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;

რ) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);

რ1) არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენა;

რ2) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებულ მონაცემთა ხარისხის კონტროლი;

რ3) დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლი;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

11. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის, აჭარის სამმართველოებს სამოქმედოდ განესაზღვროთ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ა) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის, აგრეთვე მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ბ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყ

აზბეგის მუნიციპალიტეტების, ქ. ცხინვალის, ქურთის, ერედვის, თიღვის, ყორნისის, ახალგორის და ჯავის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

გ) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

დ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ე) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის, აგრეთვე წყალტუბოს, ჭიათურის, ტყიბულის, ბაღდათის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის, ვანის, ხონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ვ) სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ფოთის, აგრეთვე ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის, ხობის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;

ზ) აჭარის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია – თვითმმართველი ქალაქი ბათუმის, აგრეთვე ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანება №46844- ვებგვერდი, 27.09.2013წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება №16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №15771- ვებგვერდი, 22.04.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №39727 - ვებგვერდი, 16.09.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №39855 - ვებგვერდი, 16.09.2014წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №14690 - ვებგვერდი, 02.06.2015წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება №6149 - ვებგვერდი, 04.03.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №355 - ვებგვერდი, 27.01.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №1007 - ვებგვერდი, 10.02.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021