1. მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 30.11.2012, №26574);
ბ) (ამოღებულია - 30.11.2012, №26574);
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
დ) გ
ადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება საკონტროლო შესყიდვით;
დ1) დადგენილი პროცედურის შესაბამისად სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრას და ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენას;
ე) (ამოღებულ
ია - 06.08.2020, №22933);
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა/კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანქციის შეფარდება;
ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სასამართლოში წარსადგენად;
ზ1) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, მე-2, 11, 12, 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საშუალებით. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლი
ს მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და მკვეთრი დამუხრუჭებით დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
3. მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის და დასავლეთის განყოფილებები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას
.
4. მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განყოფილებებს სამოქმედოდ განესაზღვროს:
ა) აღმოსავლეთის განყოფილებას – ქ. თბილისი, აგრეთვე
სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის,ქვემო ქართლის სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიები;
ბ) დასავლეთის განყოფილებას – იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს,გურიისა და ზემო სვანეთის,აჭარის სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიები.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №9743-ვებგვერდი, 14.11.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №10624-ვებგვერდი, 27.12.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №5526 - ვებგვერდი, 06.04.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 მაისის ბრძანება №7266 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №9017 - ვებგვერდი, 27.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №9744 - ვებგვერდი, 18.06.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 22 ივნისის ბრძანება №10378 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11
ივლისის ბრძანება №
11411
- ვებგვერდი,16.08.2012
წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №56307- ვებგვერდი, 21.11.2013წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №15771- ვებგვერდი, 22.04.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №39727 - ვებგვერდი, 16.09.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 12 იანვრის ბრძანება №262 - ვებგვერდი. 19.02.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 ივლისის ბრძანება №19596 - ვებგვერდი, 27.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 თებერვლის ბრძანება №3553 - ვებგვერდი, 11.03.2022