დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 06.08.2020, №22933);
ბ) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
გ) გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღამდე და სავადო თარიღის შემდგომ;
დ) იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენა, ვისგანაც არ განხორციელდა დეკლარაციის წარმოდგენა და შემდგომი რეაგირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
დ1) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების ჭრილში წარმოდგენილი ინფორმაციის ვალიდაციის პროცესის განხორციელება;
დ2) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მონაცემების დამუშავება;
დ3) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული საგადასხადო ვალდებულების განმსაზღვრელი საგადასახადო დოკუმენტებისდამუშავება, რომლებიც არ არის ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაში;
დ4) სავარაუდო დარიცხვის განხორციელება, იმ შემთხვევაში თუ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება;
დ5) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;
დ6) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით;
დ7) გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
დ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;
ე) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ვ) დეკლარირების კულტურის ამაღლების მიზნით განხორციელებული ქმედებების შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ზ) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 იანვრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 07.02.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება
№16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 18 იანვრის ბრძანება №355 - ვებგვერდი, 27.01.2021