მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, საგადასახადო მონიტორინგის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელებისთვის გადასახადის გადამხდელის ობიექტის/ობიექტების შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვება და მათი წინასწარი გაცნობა;
ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, საგადასახადო მონიტორინგის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელება, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონიტორინგი;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;
დ) (ამოღებულია -
06.08.2020, №22933);
დ1)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
დ2)
ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;
დ3)
ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება და აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის განცხადების მიღება;
დ4)
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა
;
ე) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის ბრძანება №2744-ვებგვერდი,08.07.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11 ივლისის ბრძანება №11411 - ვებგვერდი, 16.08.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №26574 - ვებგვერდი, 05.12.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №15771- ვებგვერდი, 22.04.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 12 ივნისის ბრძანება №29912 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020