1. სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) (ამოღებულია - 03.07.2018, №16953);
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების განხილვა და დეპარტამანტის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) გამოვ
ლენილი სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
ზ) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოდან და სასამართლოებიდან შემოსული გადაწყვეტილებების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
თ) (ამოღებულია - 06.08.2020, ბრძანება №22933);
ი) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის
(ინვენტარიზაციის) შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით, დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის განხილვის პროცედურების ორგანიზება;
ი1) დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგებზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საგადასახადო ან სხვა დავებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის ან შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდება;
კ1) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცესების ორგანიზება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ლ1) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. (ამოღებულია - 03.07.2018, №16953).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №5679-ვებგვერდი,02.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №7309-ვებგვერდი, 08.09.2011წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №11688-ვებგვერდი, 04.01.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 აპრილის ბრძანება №7082 - ვებგვერდი, 14.05.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 11
ივლისის ბრძანება №
11411
- ვებგვერდი,16.08.2012
წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 მარტის ბრძანება №15771- ვებგვერდი, 22.04.2014წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 3 თებერვლის ბრძანება №2593 - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის ბრძანება №18186 - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №23618 - ვებგვერდი, 19.09.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 9 მარტის ბრძანება №5091 - ვებგვერდი, 14.03.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №22933 - ვებგვერდი, 14.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანება №2506 - ვებგვერდი, 17.02.2021