იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსის, უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (I-VII, VIII-IX თავები);
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საქართველოს შრომის კოდექსი;
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ( 1-798 მუხლის ჩათვლით);
ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ( I-IV, VI-VII, IX-XIV, XXI-XXXII, XLV-LII თავები);
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ნ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ო) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;
პ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.
დანართი №4
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები