ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას;

ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის  ღონისძიებებში მონაწილეობას;

დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;

ე) დამოუკიდებლად ან/და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას/ლოკალიზაციას;

ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად  მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას;

ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას;

თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან  მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას;

კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებასა და აღკვეთაში მონაწილეობას;

ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას;

მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას;

ნ) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას;

ო) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო  სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება