ა) დეპარატამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მასმედიის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზებას;

ბ) გამოწვევებისა და საფრთხეების სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზს,  კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;

გ) სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას;

დ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთობების დამყარებას;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამუშაო ვიზიტების, სასწავლო კურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება