ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავება ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) დამოუკიდებლად ან/და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა/ლოკალიზაცია;
ე) მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა;
ვ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
კ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;
ლ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა ან/და შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადება/გადამზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში იმ ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენა და შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინება, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ იარაღს ან მის კომპონენტებს;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.