ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას;

ბ) დეპარტამენტის საინვენტარიზაციო ჯგუფების შექმნას;

გ)  ღონისძიებების ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და მისი შესრულების კონტროლს;

დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს  შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას;

ე) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;

ვ) დეპარტამენტზე რიცხული ჯავშანტექნიკის აღრიცხვას, ტექმომსახურების შესრულების სისწორეს, მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების გაცემასა და მათი აღრიცხვის კონტროლს, მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) დეპარტამენტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება