ა) სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება;

დ) შეკრებების,  მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;

ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება/გადამზადება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებ