ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) დეპარტამენტში მისაღები კანდიდატებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კანდიდატების შერჩევას და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის მასალების გადაგზავნას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წვევამდელთა შერჩევაში მონაწილეობას;
დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ე) დეპარტამენტში და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება), კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, რეგისტრაციას, დამუშავებასა და ადრესატისთვის გადაგზავნას, მათ კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება