ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ) სამეთაურო და ტაქტიკური საველე სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; საბრძოლო და სხვა ღონისძიებების (ოპერაციები) დაგეგმვასა და კონტროლს;
გ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და საბრძოლო საქმიანობის/საბრძოლო მომზადების ორგანიზებას/დაგეგმარებას, დეპარტამენტის უწყვეტ სადღეღამისო საქმიანობას;
დ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებასა და კონტროლს;
ე) სამეთაურო მომზადების ორგანიზებასა და კონტროლს; დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სასწავლო პროცესის მონიტორინგს, ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესწავლასა და დანერგვას;
ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარებას;
ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება