ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე ამ უწყებების მოსამსახურეთა საბრძოლო და სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას;

ბ) მომზადების/გადამზადების ცალკეული ეტაპების დასრულების შემდეგ  ტესტირების ჩატარებას;

გ)  საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების  სერტიფიკატების გაცემას;

დ)  საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების გეგმების/სასწავლო პროგრამების შემუშავებას, საბრძოლო დანაყოფების  სწავლების  დაგეგმვას, ორგანიზებასა და უსაფრთხოების კონტროლს;

ე)  სწავლების ხარისხის ამაღლებას;

ვ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება