ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა ან/და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას;

ბ) ამბოლატორიული და სტაციონარული მკურნალობის წარმოებას;

გ) დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;

დ) დეპარტამენტის სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას;

ე) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება