ა) შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაგეგმილ მასობრივ სპორტულ, კულტურულ ან/და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის წინასწარ მოძიებას, შეგროვებას, ანალიზსა და შესაძლო რისკის შემცველი გარემოებების გამოვლენას;
ბ) სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან ერთად ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების კოორდინაციას;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების ორგანიზატორთან კავშირსა და კოორდინაციას;
დ) ღონისძიების ორგანიზატორთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ღონისძიებაზე მოქალაქეთა შესვლა-გასვლის წესის შემუშავებასა და მის კონტროლს;
ე) ღონისძიებების დროს გამოვლენილი საფრთხისა და სამართალდარღვევის შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება