2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

5. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეები.

6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის  (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი