1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლს;
ა1) ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა მსგავსი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
გ) საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; საბაჟო პროცედურების/ რეექსპორტის განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს;
დ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებას და საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელებას;
დ1) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის ან გარანტორისათვის/პირისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;
დ2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას;
დ3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;
დ4) შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;
დ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საბაჟო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის ადრესატამდე დაყვანას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან საბაჟო ინფორმაციის გადამოწმებას და მიღებული მონაცემების ანალიზს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ვ) საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან ან/და დეკლარირებულ საქონელთან დაკავშირებით გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზებას, მონიტორინგს და ანალიზს;
ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზს, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს;
თ) „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ სტატუსის მისაღებად კანდიდატის განაცხადის განხილვა-ანალიზი, „უფლებამოსილი ექსპორტიორების“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს;
ი) „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მაძიებლის განაცხადის განხილვას და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმებას, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლს;
ი1) საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებისათვის პირის განცხადების განხილვას, მის შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, შესაბამისი პირობების შემოწმებას/მონიტორინგს და საერთო გარანტიის წარდგენის უფლების მინიჭებას, მინიჭებაზე უარის თქმას, ამ უფლების შეჩერებას/გაუქმებას;
ი2) TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობების შემოწმებას, TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერებისა ან დაშვების გაუქმების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას, დაშვების მაძიებლისა და TIR პროცედურაზე დაშვებული პირის შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლს;
ი3) „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირების დაშვებას და დაშვების გაუქმებას;
ი4) „სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების მიზნით ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მაძიებლის განცხადების განხილვას და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმებას, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა კონტროლს;
კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას;
ლ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციას;
მ) შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციას, მის რეგისტრაციაზე უარის თქმას, აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღებას და, კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებას;
ნ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას;
ო) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას;
პ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
ჟ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას;
რ) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემას;
ს) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;
ტ) საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოებას;
უ) საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მფლობელთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორის მომზადებას და დამტკიცებას;
ფ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;
ქ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, №2 და №3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელებას, ასევე, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლს;
ღ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რენტგენოსკანერების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვასა და გამოყენებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და სათანადო რეაგირებას;
ყ) დეპარტამენტში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში პირის დაშვებას და დაშვების გაუქმებას;
ჩ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებას და დაშვების გაუქმებას; მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატების/გაუქმების ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკურ განხორციელებას;
ც) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდებას;
ძ) კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას;
წ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაციას ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
ჭ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით;
ხ) საბაჟო კონტროლის მიზნით აღებული სინჯისა და ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას/ექსპერტიზას;
ჯ) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელებას;
ჰ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის შესახებ ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
ჰ1) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენას წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით;
ჰ2) არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვას;
ჰ3) საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას;
ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების მეთოდოლოგიის დეპარტამენტისათვის ან/და ანალიტიკური დეპარტამენტისათვის წარდგენას;
ჰ5) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ჰ6) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ჰ7) დამატებით დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავისა და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);
ჰ8) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით;
ჰ9) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციას ონლაინრეჟიმში;
ჰ10) საჭიროების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საგადასახადო შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ჰ11) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებას;
ჰ12) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს;
ჰ13) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
ჰ14) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ჰ15) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, სერტიფიკატებისა (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გარდა) და მოწმობის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს ამ დებულებით ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
21. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატზე ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას.
4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საბაჟო ან სხვა დავებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდებას.
5. (ამოღებულია - 26.07.2021, №24479).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33260 - ვებგვერდი, 11.11.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №35155 - ვებგვერდი, 03.12.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 თებერვლის ბრძანება №5136 - ვებგვერდი, 12.03.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 26 ივლისის ბრძანება №24479 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ივლისის ბრძანება №22499 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №36282 - ვებგვერდი, 25.11.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 მაისის ბრძანება №13238 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 31 მაისის ბრძანება №12069 - ვებგვერდი, 05.06.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №26735 - ვებგვერდი, 01.11.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აპრილის ბრძანება №7881 - ვებგვერდი, 11.04.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №29049 - ვებგვერდი, 09.01.2026